ეს არჩევნები გადაივლის, „ოცნებაც“ დაიშლება - გიორგი გახარია
პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობას გამორიცხავს.

როგორც გახარია განმარტავს, არჩვენების შემდეგ „ქართული ოცნება“ დაიშლება.
„ამ კითხვაზე პასუხი რამდენჯერმე მაქვს გაცემული. ჩვენთვის რადიკალიზმი და ძალადობა მიუღებელია. შესაბამისად, ლოგიკურად, „ნაცები“ არის “წითელი ხაზი”, არ გამოვა. ასევე, დარწმუნებული ვარ, „ოცნება“ ასეთი ფორმით ვეღარ შენარჩუნდება, ეს არჩევნები გადაივლის, „ოცნებაც“ დაიშლება და მერე ვნახოთ...“, - განაცხადა გახარიამ.

| Print |
FaceBook Twitter Google