მშობლებს დასწრებით და დისტანციურ სწავლებას შორის არჩევანის გაკეთება შეუძლიათ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა მშობლებს 2021-2022 სასწავლო წელსაც შესაძლებლობას აძლევს, გააკეთონ არჩევანი დასწრებითი და დისტანციური სწავლების ფორმას შორის.

დისტანციური სწავლების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე - https://online.emis.ge. ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელი იქნება ყოველ ხუთშაბათს 00:00 –18:00 საათის შუალედში.

ვინაიდან, უწყებათაშორისის საბჭოს გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი სასკოლო სივრცეში გაგრძელდება, გამონაკლისის სახით, მიმდინარე კვირას, რეგისტრაციის გავლა შესაძლებელი იქნება 30 სექტემბრიდან 1-ლი ოქტომბრის ჩათვლით 00:00-23:59 საათის შუალედში. სწორედ ამ დროს იქნება ღია სარეგისტრაციო ველი.

სწავლის დისტანციური ფორმატის არჩევის შესაძლებლობით სარგებლობა შეეძლება საქართველოს ყველა საჯარო სკოლის მოსწავლეს.
გარდა ამისა, სამინისტროს გადაწყვეტილებით, ის მასწავლებლები, რომლებსაც მოუწევთ დისტანციური გაკვეთილების დამატებით ჩატარება, შესაბამის დანამატს მიიღებენ.

| Print |
FaceBook Twitter Google