გადმოკვეთა თუ არა საქართველოს საზღვარი მიხეილ სააკაშვილმა
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვიდეოს აქვეყნებს და აცხადებს, რომ ბათუმში იმყოფება.

„ეს არის ბათუმი. 2 ოქტომბერს უნდა მივიდეთ არჩევნებზე, მივცეთ ხმა „ნაციონალურ მოძრაობას“ და არავითარ შემთხვევაში არც ივანიშვილს, არც გახარიას. აქ უნდა ყოფილიყო ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც გაანადგურეს. ხომ ხედავთ, ყველაფერი გავრისკე. ისე მენატრებოდა აქაურობა. დღეს არის ჩემი ოცნების აღსრულება“, - აცხადებს ვიდეომიმართვაში სააკაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე პირველ კომენტარს აკეთებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.

| Print |
FaceBook Twitter Google