Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში
გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 751 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 614
763-ს.ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 633 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 586 704. კორონავირუსით
გარდაცვალების 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 976 პირი ემსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები