კახეთში კორონავირუსით კიდევ 269 ადამიანი დაინფიცირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 751 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 559 კვლავ თბილისში გამოვლინდა.

რეგიონების მიხედვით სიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარა - 121, იმერეთი - 311, ქვემო ქართლი - 97, შიდა ქართლი - 93, გურია - 33, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 183, კახეთი - 269, მცხეთა-მთიანეთი - 39, სამცხე-ჯავახეთი - 33, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 13.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 19 057 საიდანაც: 4 169 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 493, აჭარაში - 369, იმერეთში - 897. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 019 პირი, მათ შორის, თბილისში - 368, აჭარაში - 115, იმერეთში - 289. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 247 პირი, მათგან თბილისში - 144, აჭარაში - 22, იმერეთში - 26. 768 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 401 - თბილისში, 189 - აჭარაში. 14 120 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 70 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 61, ხოლო აჭარაში - 9.სულ 6 ოქტომბრიდან - 30 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 192 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 170 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google