დღეს საქართველოში 3664 საარჩევნო უბანი გაიხსნა
დღეს, საქართველოს მასშტაბით, თვითმმართველობის არჩევნებისთვის 3664 უბანი გაიხსნა.

64 მუნიციპალიტეტში, მათ შორის 5 თვითმმართველ ქალაქში, მერებს და საკრებულოს წევრებს აირჩევენ.

ცესკო-ს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ერთიან სიაში სულ 3 497 345 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

ამ დროისთვის კახეთის რეგიონში საარჩევნო უბნებზე სიმშვიდეა და ყველა უბანი დროულად, 8 საათზე გაიხსნა.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები არჩევნები 2021 /