კაბალში საცხოვრებელი სახლის ეზოში ორი ხელყუმბარა შეაგდეს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში ორი ხელყუმბარა შეაგდეს. შემთხვევა, გამთენიისას მოხდა.

წინასწარი ინფორმაციით, ორიდან ერთი ხელყუმბარა აფეთქდა და ეზოში მდგომი ავტომანქანა დააზიანა. აფეთქების შედეგად არავინ დაზარალებულა. ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან, რომელიც მომხდარის მიზეზებს ადგენენ.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება ) და 188-ე მუხლით (ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით) მიმდინარეობს.

| Print |
FaceBook Twitter Google