ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით 8 წლის ბავშვი გარდაიცვალა
ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში კორონავირუსით 8 წლის ბავშვი გარდაიცვალა. როგორც კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პაციენტს თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

მისივე თქმით, ბავშვი ციციშვილის კლინიკაში 18 სექტემბერს სუნთქვის უკმარისობით შევიდა და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
„მართვით სუნთქვაზე იყო, გარდაიცვალა შაბათს. ჰქონდა თანმხლები დაავადებების გრძელი ნუსხა - ქრომოსომული თანდაყოლილი დაავადება, ფსიქომოტორული სფეროს ჩამორჩენა, გულის კომბინირებული მანკი, ინფექცია, ჰქონდა ფილტვის დაზიანება კოვიდინფექციის გამო, ძალიან დაბალი წონის პაციენტი იყო, ძლიერი ჰიპოტროფია იყო გამოხატული, ამის გამო მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

ჩვენთან შემოვიდა 18 სექტემბერს. სხვა კლინიკიდან გადმოვიდა. უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, სუნთქვის უკმარისობის გამო გადმოვიდა ჩვენთან“,- განაცხადა მაია ჩხაიძემ.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ბავშვი / კლინიკა /