კახეთში კორონავირუსით კიდევ 409 ადამიანი დაინფიცირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 800 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 882 კვლავ თბილისში გამოვლინდა.

რეგიონების მიხედვით სიტუაცია ასე გამოიყურება:აჭარა - 103, იმერეთი - 572, ქვემო ქართლი - 174, შიდა ქართლი - 153, გურია - 60, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 260, კახეთი - 409, მცხეთა-მთიანეთი - 77, სამცხე-ჯავახეთი - 66, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 44.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 19 131 საიდანაც 4 025 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 406, აჭარაში - 351, იმერეთში - 897. მძიმე პაციენტია 947 პირი, მათ შორის, თბილისში - 339, აჭარაში - 108, იმერეთში - 270. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 260 პირი, მათგან თბილისში - 144, აჭარაში - 33, იმერეთში - 26. 597 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 293 - თბილისში, 166 - აჭარაში.

14 509 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 34 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 34, ხოლო აჭარაში - 0.სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 4 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 197 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 084 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google