საქართველოში დამატებით 1 მილიონი დოზა „სინოფარმი“ შემოვიდა
პირველი ოქტომბრიდან ქვეყანაში დამატებით შემოვიდა 1 მილიონი დოზა „სინოფარმი“, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კვლავ მოუწოდებს, ჩაერთონ ვაქცინაციაში.
„უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კვლავ მოუწოდებს დაიცვან რეგულაციები, ატარონ პირბადე როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში და დაიცვან სოციალური დისტანცია. ასევე ჩაერთონ ვაქცინაციაში. ქვეყანაში არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინები „ფაიზერი“, „ასტრაზენეკა“, „სინოვაკი“, „სინოფარმი“. პირველი ოქტომბრიდან ქვეყანაში დამატებით 1 მილიონი დოზა „სინოფარმი“ შემოვიდა, - აღნიშნა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google