ჩვენ მოვიგეთ რეფერენდუმი, სააკაშვილი ციხეშია, შემდეგი არჩევნები ჩატარდება 2024 წელს- ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოში 2 ოქტომბერს გაიმარჯვა დემოკრატიამ, ქვეყნის განვითარებამ და სტაბილურობამ. ამ არჩევნებმა აჩვენა, რომ ქართული საზოგადოება არის ჭეშმარიტად ევროპული საზოგადოება, რომელსაც აქვს თავისი პრინციპები და თავისი ღირებულებები, რომელსაც არ სურს წარსულში დაბრუნება.

ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, არჩევნებმა აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობას მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება სურს.
„ქართულმა ოცნებამ“ ამ არჩევნებით კიდევ უფრო მეტად და დამატებით გაიმყარა თავისი დემოკრატიული მანდატი. „ქართულმა ოცნებამ“ ზედიზედ მერვედ გაიმარჯვა საერთო ეროვნულ არჩევნებში, რაც, თავისთავად, მეტყველებს იმაზე, რომ ქართული საზოგადოებისგან, „ქართულ ოცნებას“, აქვს ძალიან მყარი პოლიტიკური მხარდაჭერა და ჩვენი დემოკრატიული მანდატი, შესაბამისად, არის ძალიან ძლიერი.

მისივე თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა ნათელი გახადა, რომ ოპოზიციის 6-თვიანი საბოტაჟი ყოველგვარ საფუძველს იყო მოკლებული.

„ამ არჩევნებით დადასტურდა, რომ წინა არჩევნები იყო სუფთად ჩატარებული და არავითარი რეალური საფუძველი არ არსებობდა გაყალბებაზე საუბრისათვის“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კობახიძე /