კორონავირუსით კიდევ 24 ადამიანი გარდაიცვალა
დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 410 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1516 პაციენტი. გარდაიცვალა 24 პაციენტი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 623 830 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 594 669, გარდაიცვალა 9 134 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

| Print |
FaceBook Twitter Google