დედოფლისწყაროს საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კორონავირუსით გარდაიცვალა
კორონავირუსით დედოფლისწყაროს საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, 55 წლის ნინო მჭედლიშვილი გარდაიცვალა.

ის მძიმე მდგომარეობაში რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ერთი თვის განმავლობაში მკურნალობდა. კომისიის თავმჯდომარეს კოვიდ- 19 სამსახურში, ერთ- ერთი თანამშრომლისგან იმ დროს გადაედო, როცა კომისიის წევრები სხვადასხვა ტრენინგებსა და არჩევნებთან დაკავშირებულ სწავლებას გადიოდნენ.

| Print |
FaceBook Twitter Google