არ დაგიმალავთ, ჩემთვის ეს იყო მოულოდნელი -სანდრა რულოვსი
საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი მიხეილ სააკაშვილის პირადი ცხოვრების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

„მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და როგორც საქართველოს მოქალაქე სრულიად ვუერთდები მისი გათავისუფლების მოთხოვნას.
ბევრი დაბნეული მეგობარი და თანამებრძოლი მეკითხება პირადი ცხოვრების თაობაზე. არ დაგიმალავთ, რომ პარასკევს საღამოს დადებული ვიდეოს შინაარსი ჩემთვის მოულოდნელი იყო, ფორმა კი სრულიად მიუღებელი.პირადი ემოციების მიუხედავად ვინარჩუნებ სიმშვიდეს და რწმენას, რომ ამ ბრძოლიდან გამარჯვებულები გამოვალთ“, - წერს სანდრა რულოვსი.

1-ელ ოქტომბერს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ თავის პარტნიორთან, უკრაინელ ლიზა იასკოსთან ერთად ახალ ცხოვრებას იწყებს. ვიდეო ლიზა იასკოს Facebook-ზე გავრცელდა, შემდეგ კი ის საკუთარ გვერდზე სააკაშვილმა გააზიარა.

| Print |
FaceBook Twitter Google