კორონავირუსით კახეთში კიდევ 374 ადამიანი დაინფიცირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 410 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 700 თბილისში გამოვლინდა.
რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება:აჭარა - 113, იმერეთი - 479, ქვემო ქართლი - 151, შიდა ქართლი - 125, გურია - 74, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 270, კახეთი - 374, მცხეთა-მთიანეთი - 49, სამცხე-ჯავახეთი - 47, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 28.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 20 001 საიდანაც: 4 077 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 429, აჭარაში - 348, იმერეთში - 902. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 965 პირი, მათ შორის, თბილისში - 341, აჭარაში - 96, იმერეთში - 291. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 255 პირი, მათგან თბილისში - 138, აჭარაში - 26, იმერეთში - 28. 623 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 307 - თბილისში, 18 - აჭარაში. 15 301 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 52 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 52, ხოლო აჭარაში - 0. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 5 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 222 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 613 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google