თელავში მიხეილ სააკაშვილის პორტრეტი დახატეს
თელავში, ნადიკვართან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დახატული პორტრეტი გამოჩნდა.

თელაველი ქუჩის მხატვარი, ნოდარ ნახუცრიშვილი, ნახატით ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ,ასე გამოეხმაურა და ნახატს “საქართველოს ბოლო იმედი” მიაწერა.

ნოდარ ნახუცრიშვილს ეკუთვნის, თელავში, სხვადასხვა ქუჩის კედლებზე გამოსახული სიმბოლური ნახატები, რომლებთანაც სოციალური ქსელის მომხმარებლები ფოტოებს ხშირად იღებენ.

| Print |
FaceBook Twitter Google