თიანეთის მუნიციპალიტეტში შვილის მკვლელობის ბრალდებით 81 წლის
მამაკაცი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულს დამამძიმებელ
გარემოებებში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობა ედება ბრალად.
უწყების ცნობით, 81 წლის მამამ 59 წლის შვილს ურთიერთშელაპარაკების
ნიადაგზე, ცივი იარაღით მიაყენა დაზიანებები.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა- მთიანეთის პოლიციის
დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, 1940 წელს დაბადებული დ.ფ. დამამძიმებელ
გარემოებებში ჩადენილი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით
დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების
ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობები მიაყენა შვილს - 1962 წელს
დაბადებულ გ.ბ.-ს, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად
გარდაიცვალა.პოლიციამ დ.ფ. ცხელ კვალზე დააკავა. დანაშაულის ჩადენის
იარაღი - დანა ამოღებულია ნივთმტკიცებად.
გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ
განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს“,-
ნათქვამია ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები