საქართველოს სოფლებში ‘იმუნიზაციის მარათონი’ იგეგმება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, საკოორდინაციო საბჭოზე, ვაქცინაციის პროცესის გასააქტიურებლად, სოფლებსა და ადმინისტრაციულ ცენტრებში „იმუნიზაციის მარათონის“ დაწყებაზე იმსჯელეს.

ამისთვის შეიქმნება ამცრელი ჯგუფები, რომლებიც 68 სოფელსა და ადმინისტრაციულ ცენტრებში ჩავლენ. აღნიშნული მარათონი ოქტომბრის შუა რიცხვებიდან დაიწყება.

„ჩვენ შევარჩიეთ პირველ ეტაპზე 68 დიდი დასახლებული პუნქტი საქართველოში, სადაც მოსახლეობა 3000–ზე მეტია. ყველა სოფელში, სადაც ამცრელი ჯგუფი ჩავა, არის ამბულატორიები, ყველგან არის სოფლის ექიმი და ასევე დამატებით თბილისიდან იქნება მობილიზებული მობილური ჯგუფები. ვთვლით, რომ სადღაც 15 ოქტომბერს დაიწყოს ერთ კვირიანი ასეთი სერიოზული მარათონი, შეჯიბრი ამ სოფლებს შორის. რამდენიმე კვირეული იქნება, თუ ამან გაამართლა, მერე ჩავრთავთ ისეთ სოფლებს, სადაც მოსახლეობა 2000–ია. შემდეგ შევარჩევთ უფრო ცოტა მოსახლეობას, ვეცდებით მოვიცვათ დაახლოებით 3500–მდე დასახლებული პუნქტი“, – ამბობს გამყრელიძე.

| Print |
FaceBook Twitter Google