კახეთში კიდევ 324 კოვიდინფიცირებული გამოვლინდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 228 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 638 კვლავ თბილისში გამოვლინდა.

რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: = აჭარა - 128, იმერეთი - 469, ქვემო ქართლი - 125, შიდა ქართლი - 100, გურია - 82, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 241, კახეთი - 324, მცხეთა-მთიანეთი - 40, სამცხე-ჯავახეთი - 52, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 29.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 20 490 საიდანაც: 4 150 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 435, აჭარაში - 355, იმერეთში - 942. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 959 პირი, მათ შორის, თბილისში - 330, აჭარაში - 90, იმერეთში - 300. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 256 პირი, მათგან თბილისში - 137, აჭარაში - 26, იმერეთში - 29. 633 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 306 - თბილისში, 185 - აჭარაში. 15 707 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 65 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 59, ხოლო აჭარაში - 6. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 6 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 227 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 16 085 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google