ახაშნის და გურჯანის მეორე სკოლაში კორონავირუსის შემთხვევი დაფიქსირდა
ახაშნისა და გურჯაანის მეორე საჯარო სკოლებში კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდა. ახაშნის სკოლაში კოვიდ-19 10 მოსწავლეს დაუდასტურდა , ხოლო მეორე სკოლაში ერთი ინფიცირებულია.
საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის მერი მირიანაშვილის განმარტებით, ამ დროისთვის არც კლასების და არც სკოლების დაკეტვის საშიშროება არ არსებობს.
„არცერთ სკოლის დაკეტვის საშიშროება ნამდვილად არ არის. ყველგან დაცულია ჰიგიენური პირობები. პედაგოგები კიდევ დაიტესტებიან. იმ შემთხვევაში თუ კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდება ჯანდაცვა მოგვცემს რეკომენდაციას და შეიძლება კლასები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ. მაგრამ როგორც ასეთი რომ მთლიანი სკოლა დაიკეტოს ამის საშიშროება ამ ეტაპზე არ გვაქვს.“

მისივე თმით, ამ დროისთის აღნიშნული სკოლები ჩვეულ რეჟმში განაგრძობენ სასწავლო პროცესს.

| Print |
FaceBook Twitter Google