თელავში მამაკაცი მშენებარე სახლის მეორე სართულიდან გადმოვარდა
თელავში, შუახნის მამაკაცი, მშენებარე სახლის მეორე სართულიდან გადმოვარდა და მძიმედ დაშავდა.

წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და  საკუთარ მაღაზიის ეზოში მშენებარე სახლის მეორე სართულზე ავიდა.
სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მამაკაცი თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.ექიმების შეფასებით, დაშავებულის მდგომარეობა, რთულია. შემთხვევის ადგილზე პოლიცია და მაშველებიც იმყოფებოდნენ.

| Print |
FaceBook Twitter Google