კორონავირუსით კიდევ 30 პაციენტი გარდაიცვალა
დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 661 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 274 პაციენტი.გარდაიცვალა 30 პაციენტი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 628 719 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 597 654, გარდაიცვალა 9 192 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

| Print |
FaceBook Twitter Google