საქართველოს მასშტაბით ონლაინსწავლების რეჟიმზე 28 977 მოსწავლეა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების და მეცნიერების სამინისტროს სსიპ
„განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში“ (EMIS) განუცხადეს, ეს
მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 4,6%-ია.
მათივე ინფორმაციით, გუშინ 18:00 საათის მდგომარეობით,
ონლაინსწავლების რეჟიმზე გადასვლის მოთხოვნა 6533-მა მშობელმა დაწერა,
ხოლო 1550-მა მოთხოვნა გააუქმა.
„რეგისტრაციის დაწყებისას ონლაინსწავლებაზე დარეგისტრირდა 23 994
ბავშვი. გუშინ 18:00 საათის მონაცემებით, სისტემაში რეგისტრირებულია
ახალი 6533 განაცხადი და ონლაინსწავლებაზე უარი თქვა 1550-მა ბავშვმა.
ამჟამად ონლაინსწავლების რეჟიმზე 28 977 მოსწავლეა. ჯამში, მოსწავლეთა
რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით 624 000-ია“, - განუცხადეს
„ინტერპრესნიუსს“ EMIS-ში.
მასალის გამოყენების პირობები