მოქალაქეების ვაქცინის გაკეთებაში დარწმუნებისთვის ექიმები და ექთნები თანხას მიიღებენ
ექიმები და ექთნები, რომლებიც მოქალაქეებს კორონავირუსის ვაქცინის გაკეთების აუცილებლობაში დაარწმუნებენ, 20 ლარს მიიღებენ. აღნიშნულის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

„ახლა, უკვე მივედით იმ ეტაპზე, როცა პირისპირ კომუნიკაციის გარეშე, ადამიანი დაარწმუნო, რომ აცრა უსაფრთხო და ეფექტურია, რისი მოლოდინი უნდა ჰქონდეს და.ა.შ. ეს კითხვები ისმება. რაც შეეხება ოჯახის ექიმებს და ექთნებს, ნებისმიერ შემთხვევაში ისინი, დიდი ზეგავლენის მატარებლები არიან, განსაკუთრებით, სოფლად. თუ ოჯახის ექიმი მასთან რეგისტრირებულ მოქალაქეს ეტყვის, რომ აცრა არის საშიში, აბსოლუტურად წყალში გადაყრილია ყველა ძალისხმევა, რომელიც ჩვენ შეიძლება აქედან გავწიოთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ოჯახის ექიმები მეტად აქტიურად და სერიოზულად დაკავდნენ კონსულტაციის პროცესით. რას ნიშნავს ეს ახალი სქემა, რომელიც ჩვენ უკვე გავუშვით და ხვალიდან დაიწყება აქტიური კონსულტაციები ოჯახის ექიმებთან და ექთნებთან, რომ მათ დაიწყონ მუშაობა თავიანთ მოსახლეობასთან. ეს არის სტანდარტული კონსულტაცია (მსგავსი კონსულტაცია არსებობს შიდსის პროგრამაშიც) 20 ლარი არის ერთ პირზე, რომელიც შემდეგ ნაწილდება გარკვეული, მცირე ადმინისტრაციული ხარჯით და დანარჩენი პერსონალის ხელფასი“, - განაცხადა მან.

მოსახლეობასთან კონსულტაციის პროცესში სამედიცინო პერსონალი დღეიდან ჩაერთვება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ვაქცინა / თანხა /