12-15 წლის ასაკის ბავშვების ვაქცინაცია იწყება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში 12-დან 15 წლის მოზარდებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება დასაშვებია. ეს იმ პირებს ეხებათ, რომლებიც რისკჯგუფებს განეკუთვნებიან.

„ამ ეტაპზე რეკომენდაციას გავცემთ მხოლოდ ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ბევრმა ქვეყანამ მიიღო ფართო ვაქცინაციის გადაწყვეტილება ამ ასაკობრივ ჯგუფში, ჩვენ პირველ ეტაპზე შევჩერდით მხოლოდ ქრონიკული დაავადებების მქონე 12-დან 15 წლამდე ბავშვებზე. აქაც იკვეთება ჯგუფები, ვისაც სჭირდება ხშირი მოგზაურობა, ან სხვა ქვეყანაში ჩაიტარა უკვე ვაქცინაცია და მეორე დოზა აქვს ჩასატარებელი საქართველოში დაბრუნების შემდეგ. რა თქმა უნდა, მათი მოთხოვნებიც ინდივიდუალურ საფუძველზე იქნება გათვალისწინებული და დაკმაყოფილდება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მოზარდების აცრა ამ ეტაპზე მხოლოდ "ფაიზერის" ვაქცინითაა შესაძლებელი.

| Print |
FaceBook Twitter Google