როგორია კოვიდსიტუაცია გურჯაანის საჯარო სკოლებში
გურჯაანის მუნიციპალიტეტის რამდენიმე საჯარო სკოლაში კორონავირუსი დაფიქსირდა.საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, დალი მინდიაშვილის განმარტებით, ზოგიერთი სკოლა სწავლების ჰიბრიდულ რეჟიმზე გადავა.
„სკოლები ჯერ არ იკეტება. ახაშნის საჯარო სკოლამ მოგვწერა და ითხოვენ ხვალიდან სრულ ონლაინსწავლაზე გადასვლას. კოვიდსიტუაციები შედარებით დამძიმებულია ჩუმლაყისა და ქალაქ გურჯაანის პირველ საჯარო სკოლაში, მაგრამ იქიდან მოთხოვნები არ მაქვს მიღებული. მეოთხე საჯარო სკოლაში ორი კლასი გადავიდა ჰიბრიდულ სწავლებაზე. ამ მომენტისათვის მხოლოდ ეს სიახლეებია. ჯერჯერობით დღეს ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებამ ჩვეულბრივ წარმართა სასწავლო პროცესი.“ - განუცხადა speqtri.ge-ს მინდიაშვილმა.

მისივე თქმით, დღეს რიგ საჯარო სკოლებში მოსწავლეების დასწრება დაბალი იყო.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები გურჯაანი / სკოლა /