სწავლის დაწყებიდან ერთ კვირაში დისტანციურ სწავლებას 7 სკოლა და 90 ცალკეული კლასი დაუბრუნდა
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლო პროცესის სკოლის სივრცეში განახლების შემდეგ, კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირების გამო, ერთ კვირაში დისტანციურ სწავლებას 7 სკოლა და 90 ცალკეული კლასი დაუბრუნდა.

უწყების ინფორმაციით, კოვიდის გამოვლენის შემთხვევაში, იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ შიდა გავრცელება, სკოლები მოქმედებენ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა მხრიდან მიღებული რეკომენდაციის შესაბამისად, ცალკეული კლასი ან სკოლა მყისიერად გადადის დისტანციურ სწავლებაზე.

“ერთი კვირის მონაცემის მიხედვით, დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა 7 სკოლა და ცალკეული 90 კლასი. კიდევ ერთხელ ვთხოვთ სრულიად სასკოლო საზოგადოებას – მასწავლებლებს და მშობლებს, ჩაერთეთ ვაქცინაციაში. მხოლოდ მასწვლებლების აცრა არ არის საკმარისი ბავშვის ჯანმრთლობის გასაფრთხილებლად, მას ოჯახში ჯანსაღი გარემო უნდა ჰქონდეს”, – აცხადებენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები სკოლა / სწავლა /