როდესაც ადამიანი აცხადებს, რომ შიმშილობს, ნახევარ კილოგრამ თაფლს არ უნდა ჭამდეს - ირაკლი ღარიბაშვილი
როდესაც ადამიანი აცხადებს, რომ შიმშილობს, ნახევარ კილოგრამ თაფლს არ უნდა ჭამდეს, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, ყოფილი პრეზიდენტი კვალიფიციური ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არის.

„პენიტენციურმა სამსახურმა ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. მან პირადად, საკუთარი ბარათით იყიდა 7 ქილა თაფლი და ნახევარი კილოგრამი თაფლი მიიღო. აქედან გამომდინარე, შეეშვით ტყუილებს და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას“, - განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა, მხარდამჭერები კი ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

| Print |
FaceBook Twitter Google