ნებართვის გაცემის პროცედურები უნდა გაკონტროლდეს მკაცრად -ირაკლი ღარიბაშვილი
მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო ოჯახებს, ვინც დაკარგეს ოჯახის წევრები და მართლაც დიდი ტრაგედიაა ჩვენთვის ყველასთვის. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში განაცხადა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მისივე თქმით, აჭარის მთავრობამ ყველაფერი გააკეთა და ცენტრალური ხელისუფლება მაქსიმალურად გვერდში დაუდგება იმისთვის, რომ მაქსიმალურად დროულად ყველას გადაეცეს საცხოვრებელი ბინები საკუთრებაში და ამას გარდა, ფულადი კომპენსაციები იმისთვის, რომ შესაბამისი პირობები მოაწყონ საკუთარ სახლებში .

„ჩვენ ვგეგმავთ, რომ კიდევ უფრო მეტად გავამკაცროთ რეგულაციები. ნებართვის გაცემის პროცედურები უნდა გაკონტროლდეს მკაცრად და ასეთი შეცდომა მეორედ აღარ უნდა იქნას დაშვებული. მოგეხსენებათ, რომ პოლიციამ უკვე დააკავა 3 პირი, რომელიც იკვეთება ამ დანაშაულში, ამ უბედურ შემთხვევაში, ტრაგედიაში, დავარქვათ ამას გულგრილობა, თუ გაუფრთხილებლობა, ამას, ბუნებრივია, გამოძიება გასცემს პასუხს, მაგრამ ჩვენ, მთავრობა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ოჯახებს მაქსიმალურად გვერდში დავუდგეთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

| Print |
FaceBook Twitter Google