უცხოელ ექსპერტებს შიში აქვთ, რომ შესაძლოა, „ტვინდემია“ თავიდან ვერ ავიცილოთ - თენგიზ ცერცვაძე
წელს აქვთ მოლოდინი და შიში უცხოელ ექსპერტებს, რომ შესაძლოა, „ტვინდემია“ თავიდან ვერ ავიცილოთ. თუმცა, არიან ოპტიმისტებიც და მეც მივეკუთვნები მათ რიცხვს, რომ ის შეზღუდვები და რეგულაციები, რაც კოვიდზე არსებობს, წელსაც დაგვიფარავს გრიპის ეპიდემიისგან.
ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ცერცვაძე მიმართავს მოსახლეობას, ჯანდაცვის მუშაკებს, გააძლიერონ კოვიდის ვაქცინაცია, ასევე, დაიწყონ გრიპის ვაქცინაციის კამპანია, რადგან „ვარაუდების იმედად ვერ ვიქნებით“.

„ახლა ძალიან აქტუალურია „ტვინდემიის“ საკითხი მსოფლიოს წამყვან ინსტიტუტებში და წამყვან ექსპერტებს შორის. ეს სიტყვასიტყვით „ტყუპ ეპიდემიას“ ნიშნავს, ორი ეპიდემიის არსებობას ერთსა და იმავე დროში. ლაპარაკია კოვიდის პანდემიაზე და სეზონური გრიპის ეპიდემიაზე, რომელიც შეიძლება დაემთხვეს კოვიდს. გრიპის სეზონი იწყება გვიანი შემოდგომიდან და გრძელდება ზამთრის პერიოდში. შარშან იყო გამონაკლისი, როდესაც სეზონური გრიპის ეპიდემია არც საქართველოში ყოფილა და არც მსოფლიოში. მიიჩნევენ, რომ ამაში გადამწყვეტი როლი ითამაშა იმ მკაცრმა შეზღუდვებმა, რომელიც შარშან შემოდგომაზე იყო თითქმის ყველა ქვეყანაში კოვიდის გამო. წელს აქვთ მოლოდინი, შიში უცხოელ ექსპერტებს, რომ შესაძლოა, „ტვინდემია“ თავიდან ვერ ავიცილოთ.

ამასთან, ზოგიერთი ექსპერტი იმასაც ამბობს, რომ რადგან შარშან გრიპის ეპიდემია არ იყო, მოსახლეობის უმეტეს ნაწილს მის მიმართ იმუნიტეტიც არ აქვს, რასაც მოსახლეობა ყოველწლიური გრიპის ეპიდემიის დროს გამოიმუშავებდა ნაწილობრივ მაინც და შემდეგ წელს ეს იმუნიტეტი მას დრამატული განვითარებისგან იცავდა. რადგან შარშან არ ყოფილა გრიპის ეპიდემია, წელს შეიძლება ის უფრო მძიმედ წავიდეს. თუმცა, არიან ოპტიმისტებიც და მეც მივეკუთვნები მათ რიცხვს, რომ ის შეზღუდვები და რეგულაციები, რაც კოვიდზე არსებობს, წელსაც დაგვიფარავს გრიპის ეპიდემიისგან.ჩვენ ვერ ვიქნებით ვარაუდების იმედად. მივმართავ მოსახლეობას, ჯანდაცვის მუშაკებს, ოჯახის ექიმების ქსელს, აუცილებელია გავაძლიეროთ კოვიდის ვაქცინაცია! ასევე, დავიწყოთ და რაც შეიძლება ეფექტიანად ჩავატაროთ გრიპის ვაქცინაციის კამპანია. დაავადებათა კონტროლის ცენტრმა უკვე შემოიტანა ვაქცინების ნაწილი, კიდევ შემოაქვს და უახლოეს დღეებში ექნება 200 ათასი ვაქცინა. სახელმწიფო უფასოდ და პრიორიტეტულად აუცრის ზოგიერთ პროფესიულ ჯგუფებს - ექიმებს, პედაგოგებს და განსაკუთრებულ ჯგუფებს - ორსულებს, ასაკოვან ადამიანებს ან თანმხლები დაავადებების მქონე პირებს. ამ კატეგორიის პაციენტების გრიპზე აცრას სახელმწიფო უზრუნველყოფს. ასევე მაქვს იმედი, რომ კომერციულ ვაქცინასაც შემოიტანენ და დანარჩენ მოსახლეობას ექნება საშუალება აიცრას ვაქცინაციის ცენტრებში“, - განაცხადა ცერცვაძემ.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში
გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 212 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 649 407-ს.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 212 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 649 407-ს.
12:16 / 14.10.2021
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 837 ახალი შემთხვევიდან
ყველაზე მეტი 1379 კვლავ თბილისში გამოვლინდა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 837 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 1379 კვლავ თბილისში გამოვლინდა.
13:18 / 13.10.2021
გურჯაანის მუნიციპალიტეტი წითელ ზონაშია. ეპიდვითარება ქალაქსა და
სოფლებში ყოველდღიურად უარესდება.
გურჯაანის მუნიციპალიტეტი წითელ ზონაშია. ეპიდვითარება ქალაქსა და სოფლებში ყოველდღიურად უარესდება.
13:09 / 13.10.2021
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ბოლო 24 საათში გამოვლინდა
ვირუსით ინფიცირების 4 837 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში
კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 645 195-ს.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 837 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 645 195-ს.
12:57 / 13.10.2021
სამართალი
შსს-ს ინფორმაციით, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის ბრალდებით, 2000 წელს დაბადებული, წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლევი ა.ბ. დააკავეს.
13:22 / 13-10-2021
შიდა ქართლში, 13 წლის შვილიშვილის გაუპატიურების ბრალდებით სამართალდამცავებმა ბაბუა დააკავეს.
13:14 / 13-10-2021
მკვლელობაში ბრალდებულ ოლიმპიურ ჩემპიონსა და ყოფილ დეპუტატს, ზურაბ ზვიადაურს ძმის დაკრძალვაზე მისვლის უფლება მისცეს. ბრალდებულს ახმეტაში ბადრაგი ჩაიყვანს.
12:07 / 19-08-2021
ეკონომიკა
ამ დროისთვის ჯუგაანი-ბოდბისხევი-წნორის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
15:16 / 21-10-2021
სოფელ ჯიმითისა და ნანიანის მუდმივი წყალმომარაგებისთვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წყალმომარაგების კომპანია საპროექტო სამუშაოებს ახორციელებს.
13:56 / 20-10-2021
სხვა ამბები
ჩვენთვის პრინციპული საკითხია ზუგდიდში მეორე ტურის მოგება, დარწმუნებული ვართ, მამუკა წოწერია მეორე ტურში აუცილებლად გაიმარჯვებს - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ზუგდიდში გამართული შეხვედრის შემდეგ.
17:46 / 21-10-2021
ჩვენ დღეს ვიმყოფებოდით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, შევხვდით ჩვენი პარტიის წარმომადგენლებს, შტაბთან გავმართეთ შეხვედრა, ძალიან ძლიერი განწყობაა, რა თქმა უნდა, ვემზადებით გამარჯვებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ჩხოროწყუში განუცხადა.
17:04 / 21-10-2021
კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას ოპოზიციის მიერ წარდგენილი ე.წ. კოალიციური მთავრობის იდეა შეაფასა და მას პოლიტიკური პერფორმანსი უწოდა.
16:37 / 21-10-2021
„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს და ამომრჩეველს ქალაქის განვითარების ოთხწლიან გეგმას დეტალურად აცნობს. ამჯერად, მან შეხვედრა სტუდენტებთან გამართა და მოუწოდა, თბილისის განვითარებისთვის მნიშვნელოვან პროცესებში აქტიურად ჩაერთონ.
16:35 / 21-10-2021
რუსთავს განსაკუთრებული როლი აქვს ქართულ ეკონომიკაში, ქვეყნის ცხოვრებაში და სჭირდება მეტი ყურადღება, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ რუსთავს მიეცეს კიდევ უფრო სწრაფად განვითარების საშუალება.
16:32 / 21-10-2021
არჩევნები 2021
პარტია "ევროპული საქართველო" 2 ოქტომბრის არჩევნებში დამარცხებულ კანდიდატებს, პოლიტიკურ ფიგურებს არჩევნების მეორე ტურებში საარჩევნო უბნებზე დამკვირვებლებად წარადგენს. იმავე ქმედებისკენ მოუწოდა სხვა ოპოზიციურ პარტიებს "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ.
13:33 / 13-10-2021
ტესტი
1939 წლის 26 მარტს დაიბადა თანამედროვე ქართველი კლასიკოსი მწერალი, გურამ დოჩანაშვილი. მისი უამრავი ნაწარმოები შეიყვარა საზოგადოებამ. გთავაზობთ კითხვარს, რომელიც სწორედ გურამ დოჩანაშვილის შემოქმედებას ეხება. უპასუხე კითხვებს და გაიგე, რამდენად კარგად იცნობ მის ნაწამოებებს.
08:59 / 26-03-2021
ვალუტა
EUR
EUR
1
3.6561
USD
USD
1
3.1410
GBP
GBP
1
4.3346
TRY
TRY
1
0.3379
RUB
RUB
100
4.4164
ამინდი
გურჯაანი 6 / 18 °C
img
საგარეჯო 4 / 16 °C
img
დ.წყარო 6 / 13 °C
img
სიღნაღი 6 / 18 °C
img
ლაგოდეხი 6 / 15 °C
img
ყვარელი 6 / 18 °C
img
თელავი 5 / 17 °C
img
ახმეტა 4 / 17 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.