კახეთში კორონავირუსით კიდევ 617 ადამიანი დაინფიცირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 775 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 1359 თბილისში გამოვლინდა.

რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარა - 225, იმერეთი - 1 060, ქვემო ქართლი - 256, შიდა ქართლი - 349, გურია - 156, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 493, კახეთი - 617, მცხეთა-მთიანეთი - 104, სამცხე-ჯავახეთი - 97, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 59.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 27 031 საიდანაც 4 616 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 563, აჭარაში - 402, იმერეთში - 1 119. მძიმე პაციენტია 1 042 პირი, მათ შორის, თბილისში - 334, აჭარაში - 77, იმერეთში - 362. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 255 პირი, მათგან თბილისში - 134, აჭარაში - 20, იმერეთში - 30. 749 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 377 - თბილისში, 221 - აჭარაში.21 666 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 71 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 64, ხოლო აჭარაში - 7.სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 11 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 254 პირი. თვითიზოლაციაში იმყოფება 20 698 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google