არაშენდის, ჩუმლაყის და ახაშნის საჯარო სკოლები ონლაინსწავლებაზე გადავიდნენ
გურჯაანის მუნიციპალიტეტის რამდენიმე საჯარო სკოლა კოვიდსიტუაციის გამო ონლაინსწავლებაზე გადავიდა.

„არაშენდის, ჩუმლაყის და ახაშნის სკოლები დღეიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით ონლაინსწვლებაზე გადავიდნენ .ჰიბრიდულ სწავლებაზე გადავიდა გურჯაანის მეოთხე საჯარო სკოლის მექვსე-ა და მეშვიდე ა კლასი. ასევე დღეიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით ჰიბრიდულ მოდელზე გადავიდა მეორე საჯარო სკოლაც. სოფელ კაჭრეთის სჯარო სკოლაშიც ერთი კლასია ჰიბრიდულ სწავლაზე. რაც შეეხება კარდენახის სკოლას, დღეს შემოვიდა წერილი, ისინი 26 ოქტომბრის ჩათვლით ონლაინსწავლაზე გადასვლას ითხოვენ.“- განაცხადა საგანამანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა დალი მნდიაშვილმა.

მისივე თქმით, რაც შეეხება დანარჩენ სკოლებს, ისინი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ სასწავლო პროცესს.

| Print |
FaceBook Twitter Google