კახეთი-იონში ექიმები უფასო სამედიცინო აქციას გამართავენ
გურჯაანში ქართულ ფრანგულ სამედიცინო ცენტრ კახეთი-იონს თბილისიდან ექიმების ჯგუფი ეწვევა და მოსახლეობას უფასო სამედიცინო კვლევებს ჩაუტარებენ.

კლინიკის ინფორმაციით ხვალ 13 ოქტომბერს ცენტრს ონკო-მამოლოგი გიორგი მძინარაშვილი ეწვევა. 23 ოქტომბერს კლინიკაში ჩამოვლენ თავ-კისრისა და ფარისებრი ჯირკვლის ონკოლოგი დავით ღვინიაშვილი, ონკოლოგი- ნია შარიქაძე, ონკო-მამოლოგი და ონკო-ქირურგი- გოგიტა ძაგნიძე და ონკო-მამოლოგი თინათინ დუნდუა. ასევე 30 ოქტომბერს ცენტრს ეწვევა ექიმი ენდოკრინოლოგი ნინო ზავრაშვილი.

ექიმები მოსახლეობას დილის ცხრა საათიდან საღამოს ხუთ საათამდე მოემსახურებიან.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები აქცია / ექიმი / იონი /