მილიონობით ადამიანი შიმშილობს და შიმშილობს თუ არა სააკაშვილი, ნაკლებად მაინტერესებს - ნათია თურნავა
სააკაშვილი იხდის სასჯელს, რომელიც მას კანონით აქვს დაკისრებული, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„რაც შეეხება იმას, შიმშილობს თუ არა, ვფიქრობ, რომ ეკონომიკის მინისტრის მიმართ არაადეკვატური კითხვაა. მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი შიმშილობს სიღარიბის გამო. საქართველოში, საწუხაროდ, ჯერ სიღარიბის პრობლემა გვაქვს. თქვენ რომ მეკითხებოდეთ, რას ვაკეთებთ ამისთვის, ბევრ რამეს ვაკეთებთ, რომ შიმშილის პრობლემა ბოლომდე აღმოიფხვრას საქართველოში და არავის უჭირდეს, სიღარიბეს ვებრძოლოთ, მაშინ იქნებოდა სწორი კითხვა, ეს საკითხი კი ნაკლებად მაინტერესებს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

| Print |
FaceBook Twitter Google