გრიპის ვაქცინების მარაგი ქვეყანაში არსებობს და კიდევ შემოვა - თამარ გაბუნია
„ტვინდემია“ გრიპის ვირუსისა და კორონავირუსის ერთობლივი ცირკულაციაა. დაავადებათა კონტროლის ცენტრი მზად არის, გრიპის ვაქცინების მარაგი ქვეყანაში არსებობს და კიდევ შემოვა“.
ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მოქალაქეები შეძლებენ, უფასოდ, სახელმწიფოს მიერ შეძენილი გრიპის ვაქცინით აიცრან.

„რა თქმა უნდა, უფასოა ის ვაქცინა, რომელსაც სახელმწიფო ყიდულობს. გრიპის შემთხვევაში, არსებობს კომერციული ვაქცინაციაც და ეს არის იმ დამატებითი ჯგუფებისთვის, რომელთაც, შედარებით, ნაკლები რისკი აქვთ“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 640 358 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 603 995, გარდაიცვალა 9 306 პაციენტი.

| Print |
FaceBook Twitter Google