კოვიდით რეინფიცირების 10 ათასამდე შემთხვევა დაფიქსირდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების 9-დან 10 ათასამდე შემთხვევა დაფიქსირდა.

ამირან გამყრელიძე ეპიდსიტუაციის მიხედვით შეზღუდვების შემოღებას არ გამორიცხავს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 640 358 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის, ბოლო 24 საათში — 4 775. სულ ჩატარებულია 1 882 118 აცრა (როგორც პირველი, ისე მეორე დოზით).

| Print |
FaceBook Twitter Google