უხოეთში გასამგზავრებლად ნებისმიერი ვაქცინით აცრილები ფაიზერის დამატებითი დოზით აიცრებიან
სინოფარმითა და სინოვაკით სრულად აცრილი ადამიანებისთვის, მეორე აცრიდან 28 დღის შემდეგ ფაიზერის დამატებითი დოზის გაკეთება გახდება შესაძლებელი.

საკოორდინაციო საბჭოს ეს გადაწყვეტილება შეეხებათ მხოლოდ მათ, რომლებიც ისეთ ქვეყანაში აპირებენ გამგზავრებას, რომლებიც სინოფარმსა და სინოვაკს არ აღიარებენ.

სიახლის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნია საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. დამატებითი აცრის მსურველმა ამცრელ პუნქტში მოგზაურობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინოს.
მიუხედავად იმისა, ჯანმომ ორივე ჩინურ ვაქცინას ავტორიზაცია მიანიჭა. ევროპის ქვეყნების ნაწილმა: საფრანგეთმა, გერმანია, ბელგიამ მათი აღიარებისგან მაინც თავი შეიკავა. ნიდერლანდებმ, უნგრეთმა ავსტრიამ და სხვა სახელმწიფოებმა კი დასაშვებად ცნო. სრული სიის ნახვა საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზეა შესაძლებელი.

საქართველოში ფაიზერი საყოველთაოდ ხელმისაწვდომი მხოლოდ ივლისში გახდა. სინოფარმით აცრილ ადამიანებს, იმ ქვეყნებში მოგზაურობისას რომლებიც დასაშვებად მხოლოდ ფაიზერს, მოდერნასა და ასტრა ზენეკას ცნობდნენ მაინც კარანტინის გავლა უწევდათ. გამოვლინდა ყალბი ცნობის დამზადების შემთხვევებიც.

| Print |
FaceBook Twitter Google