კოვიდლატარიის დაწყებიდან დღემდე ჯამში 760 000 ლარი გათამაშდა
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის წამახალისებელ ლატარიის დაწყებიდან, 14 სექტემბრიდან დღემდე, სულ 4 868 გამარჯვებული გამოვლინდა. ყოველკვირეული გათამაშება ოთხჯერ ჩატარდა, სადაც ოთხმა ადამიანმა 10 000–10 000 ლარი მოიგო.
გათამაშების საპრიზო ფონდი სამ მილიონამდე ლარია. გამარჯვებულებს პროგრამა ავტომატურად, ერთიანი ბაზიდან, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოავლენს.

ლატარიაში გამარჯვებულ მოქალაქეებს ტელეფონით დაუკავშირდებიან, გარდა ამისა, მოგების შესახებ მოქალაქეებს ინფორმაციის მიღება შეეძლებათ ვებგვერდიდან www.stopcov.lotto.ge ლატარიისთვის თანხა ბიუჯეტიდან გამოიყოფა .

| Print |
FaceBook Twitter Google