„ნაცმოძრაობის“ კოლონებს ქუთაისში კონტრაქციით დახვდნენ
„ნაციონალური მოძრაობის“ კოლონებს ქუთაისში კონტრაქციით დახვდნენ. ქალაქის შესასვლელთან მოქალაქეები ცოცხებით დგანან და ავტომობილებს შეძახილებით აცილებენ.

მათი თქმით, ეს არის მათი გამოხატვის თავისუფლება და ამ ფორმით აპროტესტებენ, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას. როგორც ისინი აცხადებენ, სოლიდარობას უცხადებენ სააკაშვილის რეჟიმის დროს დაზარალებულ ადამიანებს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ რიგითი მოქალაქეები არიან.

თბილისში „ნაციონალური მოძრაობის" აქციას იმერეთიდანაც უერთდებიან. როგორც პარტიის წევრები აცხადებენ, რეგიონიდან აქციაზე დასასწრებად 5000- მდე ადამიანი მიემგზავრება.

| Print |
FaceBook Twitter Google