ბათუმში დაანგრევენ კორპუსს, რომლის სადარბაზოც ჩამოინგრა
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე 7-სართულიანი კორპუსი, რომლის სადარბაზო 8 ოქტომბერს ჩამოინგრა და 9 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მთლიანად ექვემდებარება დემონტაჟს.

სახლის დემონტაჟისთვის გამოყოფილია 500 ათასამდე ლარი. სპეციალისტების შეფასებით, კორპუსი უნდა დაიშალოს თანდათან, ამიტომაც გამოყოფილი თანხა 2 წელზე გადანაწილდება. არსებული ინფორმაციით, ბინების გადაცემა მოხდება მესაკუთრეებთან მოლაპარაკებით. შესაძლოა აქ აშენდეს ახალი კორპუსიც.

რაც შეეხება იმას, უსაფრთხოა თუ არა გვერდით მდებარე კორპუსებში ცხოვრება, ამის შესახებ ინფორმაცია ზუსტად არ არის ცნობილი.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ბათუმი / კორპუსი /