კორონავირუსით კიდევ 26 ადამიანი გარდაიცვალა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 270 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 652 677-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 14 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.58%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.58% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.75%. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 298 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 608 861.
კორონავირუსით გარდაცვალების 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 396 პირი ემსხვერპლა.

| Print |
FaceBook Twitter Google