შეიძლება, დასჭირდეს კონსილიუმის ადრე დანიშვნა - ნიკოლოზ ყიფშიძე
მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას აფასებს. როგორც ნიკოლოზ ყიფშიძემ სააკაშვილის მონახულების შემდეგ თქვა, მას სიარული უჭირს.

“შეიძლება, დასჭირდეს კონსილიუმის ადრე დანიშვნა, ვიდრე სამშაბათს. მორალურად ძალიან კარგად არის, მაგრამ ცოტა უჭირს სიარული. აქვს სისუსტე და უფერულობა. ჰოსპიტალიზაცია ამ წუთში არ არის საჭირო”, – თქვა ექიმმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ის დაკავების შემდეგ შიმშილობს.

| Print |
FaceBook Twitter Google