კახეთში იწვიმებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +21 გრადუსამდე გათბება.

ლაგოდეხში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც იწვიმებს, დღის განმავლობაში +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი დღე და +20 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +11 გრადუსი იქნება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კახეთი / წვიმა /