ორჯერადად აცრილი 903 000 ადამიანიდან 11 000-ს დაემართა კორონავირუსი - ამირან გამყრელიძე
ორჯერადად აცრილი არის 903 000, ამ 903 000-დან 11 000-ს დაემართა „კოვიდი“, მაგრამ მათ უმრავლესობას არ დასჭირვებია ჰოსპიტალიზაცია. ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„არის გარდაცვლილებიც, დაგიდასტურებთ. 23 გარდაცვლილი გვყავდა აგვისტო ბოლო რიცხვით ორჯერადად აცრილი, მაგრამ ყველა ამ შემთხვევაში და ეს ძალიან დეტალურად შეისწავლება, ვერბალურ აუტოფსიას ვეძახით ამას, ყველა იყო საკმაოდ მძიმე თანმხლები დაავადებებით. განასხვავეთ ახლა თქვენ, სამწუხაროდ, 9 000-მდე გარდაცვლილი და მათ შორის, 99 პროცენტი აუცრელი და აცრილებში – 23“, – განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google