რა ვითარებაა გურჯაანის საჯარო სკოლებში
გურჯაანის საჯარო სკოლებში მოსწავლეების ნახევარი აღარ ცხადდება. რეგიონში კორონავირუსის რეკორდული ზრდის გამო, დაიკეტა საბავშვო ბაღების გარკვეული ნაწილიც.

საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, დალი მინდიაშვილის განმარტებით, ამჟამად ონლაინსწავლებაზე მხოლოდ სამი სკოლაა გადასული.
„დღეის მდგომარეობით სწავლების ონლაინრეჟიმზე სამი სკოლაა გადასული: ახაშნის, ჩუმლაყისა და არაშენდის. ჰიბრიდულ მოდელზე იმყოფება გურჯაანის მეორე, შაშიანის, კაჭრეთისა და მეოთხე საჯარო სკოლები. რომ არ გაგვირთულდეს სიტუაცია, დღეს სამ სკოლაზე ველოდები საზოგადოებრივი ჯანდაცვიდან დასკვნას, რომ პრევენციის მიზნით ონლაინრეჟიმზე გადავიყვანოთ. ვნახოთ რა პასუხს მივიღებთ. “ - გვითხრა დალი მინდიაშვილმა.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები გურჯაანი / სკოლა /