გურჯაანში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
კახეთის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა, გურჯაანში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 71 წლის ალექსანდრე ზარდიაშვილი მალევე, სოფელ გურჯაანის მიმდებარე ტერიტორიაზე, მინდორში დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – გლუვლულიანი სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ ბიძაშვილებს შორის მომხდარი უთანხმოების გამო ერთ-ერთმა მათგანმა, მეორე ბიძაშვილი და მისი მეუღლე თოფით მოკლა. ქალი ადგილზე, ხოლო მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
| Print |
FaceBook Twitter Google