ევროპარლამენტარები სააკაშვილის გათავისუფლების აუცილებლობაზე საუბრობენ
ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით ევროპარლამენტარები განცხადებას ავრცელებენ. მათი თქმით, აუცილებელია სააკაშვილის გათავისუფლება მანამდე ,ვიდრე მის საქმეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განიხილავს.

“საქართველომ, ევროკავშირთან ასოცირებულმა ქვეყანამ, თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა დაეცვა ევროპული ღირებულებები და პრინციპები, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა. ქართველი ხალხი, რომელიც საქართველოს ევროპული მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერია, და საქართველოს ევროპელი პარტნიორები მოელიან მთავრობისგან და მმართველი პარტიისგან ამ პრინციპებისა და სტანდარტების სრულად დანერგვასა და ერთგულებას.
ახალგაზრდა დემოკრატიებში, რომლებიც ჯერ კიდევ ებრძვიან პოსტოტალიტარულ პოსტსაბჭოურ ჩვევებს, მაგალითად უკრაინაში იანუკოვიჩის პერიოდი, ყოფილი პრეზიდენტის ან პრემიერმინისტრის დაკავება მსგავს ევროპულ ქვეყანაში დაუყოვნებლივ უგზავნის სიგნალს მსოფლიოს, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატია და კანონის უზენაესობა შესაძლოა უარესდებოდეს.

ფაქტი, რომ საქართველოში ოპოზიციის ლიდერი და ყოფილი პრეზიდენტი ციხეში იმყოფება, აჩენს კითხვებს პოლიტიკური ხასიათის დევნაზე. პრემიერმინისტრი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებები მხოლოდ ადასტურებს სააკაშვილის საქმეების პოლიტიკურ მოტივებს და აბსოლუტურად მიუღებელია ევროპული ტიპის მართლმსაჯულებისთვის და ძირს უთხრის ხალხის მიერ საქართველოს ევროპულ გზის არჩევანს.
საქართველოს ევროპული მომავალი საფრთხის წინაშეა. მთავრობასა და ქართული ოცნებას ამ სიტუაციასა და მის მოგვარებაზე მთავარი პასუხისმგებლობა აკისრია. ისინი დგანან არჩევანის წინაშე – გააგრძელოს უარყოფითი შედეგების გაუარესება, პოლარიზაციისა და უნდობლობის გაღვივება, სანამ სააკაშვილი ციხეში რჩება, ან დააბრუნონ თავიანთი ყურადღება მცდელობაზე, რათა დაცული იქნეს ევროპული მისწრაფებებისთვის მნიშვნელოვანი კანონის უზენაესობა და ევროპული ტიპის სამართლებრივი სტანდარტები.

მიხეილ სააკაშვილის საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გადაცემული. ესაა გზა, რომ ევროპული სამართალი შემოვიდეს საქართველოს მომავლისთვის უმნიშვნელოვანეს საქმეში. ევროკავშირი ახლოდან დააკვირდება მის განხილვებსა და დასკვნების საპასუხო ქმედებებს. სანამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ამ საქმეს განიხილავს, ბატონი სააკაშვილი ციხიდან უნდა გათავისუფლდეს”.-ნათქვამია განცხადებაში.

| Print |
FaceBook Twitter Google