სკოლების ონლაინსწავლებაზე გადაყვანა არ იგეგმება - თამარ გაბუნია
საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ კორონავირუსის შემთხვევების ზრდის მიუხედავად, არ იგეგმება სკოლების ონლაინსწავლებაზე გადაყვანა.

„სკოლებში მასწავლებლების ვაქცინაციის მაჩვენებელი 65 პროცენტამდეა, ზოგიერთ სკოლაში არის უფრო მაღალი მაჩვენებელი. იმისათვის, რომ კორონავირუსის გავრცელება შეჩერდეს, სასურველია ეს რომ მაჩვენებელი გაიზარდოს 80 პროცენტამდე. ბოლო მონაცემებით 150 სკოლა და 400-მდე კლასია ქვეყნის მასშტაბით დისტანციურ რეჟიმზე გადასული. ეს არ არის მაღალი მაჩვენებელი, სკოლები ახერხებენ შიდა მართვას, რაც საშუალებას გვაძლევს რომ შევინარჩუნოთ სწავლა საკლასო სივრცეში“- განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google