მედიამ გადაიღო, როგორ ესალმება პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე
პრეზიდენტი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან შენობის
გარეთ შეკრებილ თავის მხარდამჭერებს.
სააკაშვილმა ციხის გისოსებიდან მაშინ გამოიხედა, როდესაც "ნაციონალური
მოძრაობის" რუსთავის ორგანიზაციის წარმომადგენლები მის მხარდამჭერ
აქციას მართავდნენ. აქციის მონაწილეებმა გაიგონეს მისი ხმაც - "ძალიან
მაგრები ხართ", - მიმართა მიხეილ სააკაშვილმა მხარდამჭერებს.
მასალის გამოყენების პირობები