კახეთში ვაქცინაციის კამპანია “ჩაერთე შენივე სოფლიდან” დაიწყო
ვაქცინაციის კამპანია “ჩაერთე შენივე სოფლიდან” კახეთშიც დაიწყო. დღეს საგარეჯოს მუნიციპლიტეტის სოფელ მანავსა და პატარძეულში, ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე იმყოფებოდნენ.

ჯანდაცვის სფეროს მესვეურები, სოფლებში ვაქცინაციის პროცესს დაესწრნენ. ადგილობრივებს, სინოფრამის, სინოვაკისა და ფაიზერის ვაქცინით აცრის შესაძლებლობა, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე აქვთ.

აცრებს სოფლებში, თბილისიდან ჩასული სპეციალისტები ახორციელებენ. მარათონის ფარგლებში მობილური ჯგუფები საქართველოს 49 სოფელში ჩავლენ, სადაც 160 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

| Print |
FaceBook Twitter Google